ვინ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე

ვინ არის დეკანოზი გიორგი მამალაძემამა გიორგი მამალაძე დაბადა 1985 წელს, ქალაქ ქობულეთში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. დაამთავრა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარია. მაგისტრი კი უკრაინაში მიიღო. ამჟამად არის ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციის დირექტორი, ასევე ჩაქვის სასულიერი გიმნაზიის დირექტორი, თბილისის საპატრიარქო ფონდის ხელმძღვანელი და წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამედინიცო ცენტრის გენერალური დირექტორი. სამედიცინო ცენტრის წილის 100%-ის მფლობელი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საქართველოს საპატრიარქოა.

მამა გიორგი, ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერი გიმნაზიაში, ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით, კი ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ-ერთ საგანს ასწავლიდა.
გიორგი მამალაძე დეკანოზის ხარისხში 2010 წლის აგვისტოში აიყვანეს, აჭარაში ილია მეორის ვიზიტისას. ამ დროს ის 26 წლის იყო.
მამა გიორგი თბილისში 2 წლის წინ გადმოვიდა. თბილისში გადმოსვლამდე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში, მსახურობდა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში.

ფოტოებით ირკვევა, რომ მამა გიორგი ხშირად ახლდა თან კათოლიკოს-პატრიარქს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. ილია მეორესთან მის ახლო ურთიერთობაზე სასულიერო პირებიც საუბრობენ.
მამა გიორგი მამალაძემ საზოგადოების ყურადღება პირველად 2014 წელს მიიქცია, როდესაც წმინდა ბარბარეს ტაძრის რეკონსტუქცია დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვის გარეშე.
_ ჩვენ ნებართვა გვაქვს, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევა. თუ ძეგლთა დაცვის ნებართვა საჭიროა, იმასაც ავიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო, გვჭირდებოდა თუ არა ნებართვა, რადგან ადგილობრივმა ძეგლთა დაცვის უწყებამ და მერიამ გვითხრა, ეს ჩვენ არ გვეხებაო. თბილისში ჩვენი საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ეხება, რომელმაც პროექტი დაამტკიცა. საპატრიარქო პროექტს დამტკიცების შემდეგ აგზავნის საქართველოს ძეგლთა დაცვაში. მანამდე კი ჩვენ სამუშაოების დაწყებას არ ვაპირებთ, – აცხადებდა მამალაძე, რომელიც იმ დროს ეკლესიის წინამძღვარი იყო
საჯარო რეესტრის მონაცემებით (ბოლოს განახლებულია 2014 წელს) დეკანოზი გიორგი მამალაძე ასევე იკავებდა ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობას. ამ სკოლის მფლობელიც საქართველოს საპატრიარქოა.

დეკანოზი მამალაძე ასევე მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაშიც. იგი შპს დიმოილის წილის 50%-ს ფლობს. გარდა ამისა, 25-25% ეკუთვნის შპს კარო ოპტიმუსი, შპს ტოროქსისა და შპს სუერტეს წილებიდან.
დეკანოზი იღებდა მონაწილეობას ფორუმში ”რელიგია და მშვიდობა”, რომელიც 2015 წელს ბათუმში გაიმართა.
2016 წელს პატრიარქმა მამა გიორგი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ორი ჯვრის ტარება დიდი ჯილდოა ცოლიანი მღვდლის შემთხვევაში, ხოლო ბერის შემთხვევაში ეპისკოპოსობის წინანდელია, ანუ ამის შემდეგ მოდის ეპისკოპოსის ხარისხი.
მამა გიორგი, ასევე, სამშობიარო სახლის დირექტორი იყო და ხშირად ხვდებოდა პატრიარქს და ანგარიშს აბარებდა.

დეკანოზის დაკავებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება მამა გიორგის მრევლი ნათია ამბარცუმიანი, ის შემდეგ პოსტს აქვეყნებს :
_ ყველაზე არარეალური ბრალდება რაც შეიძლება წაუყენენო სასულიერო პირს, მითუმეტეს როცა პატრიარქთან უახლოესი ურთიერობა აქვს, მამაო, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენ გამოირჩევით ისეთი უნიკალურობით, რითაც ყველას და ყველაფერს ჯოკრავთ.