ჟოზე მოურინიომ ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა

ჟოზე მოურინიომ ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრამანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ნეიმარის მანჩესტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

მოურინიოს თქმით ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ბარსელონა მას არასოდეს გაყიდის. მანჩესტერის მწვრთნელმა ნეიმარის ყიდვა ბანკის სეიფის გატეხვას შეადარა და თქვა, რომ კანონიერი გზით ბრაზილიელი ვარსკვლავის გადმოყვანა ძალიან რთული იქნება.

მიუხედავად ამისა, მანჩესტერ იუნაიტედი მაინც ცდილობს ამის გაკეთებას და ისინი მზად არიან ნეიმარში 200 მილიონი ევრო გადაიხადონ. ბარსელონასთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.