სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული პროექტი მიღებულია.
4 საათიანი განხილვის შემდეგ, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შემუშავებულ დოლუმენტს კომისიაში შემავალმა 43-მა წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 8.
კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. მომდევნო კვირიდან კი საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება.
საბოლოოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

