ბარსელონამ მალაგას პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლა

ბარსელონამ მალაგას პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლაბარსელონამ მალაგას პრეზიდენტს აბდულ ალ ტანის უჩივლა იმ განცხადების გამო, რომელიც ალ ტანიმ ბარსელონას მიმართ გააკეთა.

მალაგას პრეზიდენტმა კატალონიელებს ნაგვები უწოდა და თქვა, რომ არ სურს ბარსელონას ჩემპიონობა, რითიც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მალაგა რეალთ დაეხმარება თუ საჭირო გახდა.

შეგახსენებთ, რომ მალაგა და რეალი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ აბდულ ალ ტანიმ ეთიკური ნორმები დაარღვია ამ განცხადებით, ამიტომ მათ უკვე შეიტანეს სარჩელი და შესაძლოა მალაგას პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოუწიოს.