ბარსელონამ რეალს სტუმრად 3:2 მოუგო

ბარსელონამ რეალს სტუმრად 3:2 მოუგობარსელონამ სტუმრად მადრიდის რეალი 3:2 დაამარცხა და ქულების რაოდენობით სამეფო გუნდს გაუთანაბრდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა და შეხვედრაში უამრავი საგოლე მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ მატჩის ბედი 92–ე წუთზე ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

მესიმ გოლი ემოციურად აღნიშნა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც მიიღო. ბარსელონასთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კატალონიურ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი გაუჩნდა.

შემდეგ შეხვედრას ბარსელონა ოსასუნასთან, ხოლო რეალი კი სტუმრად დეპორტივოსთან გამართავს.