ბარსელონამ შესაძლოა ჟორდი ალბა ტრანსფერზე დააყენოს

ბარსელონამ შესაძლოა ჟორდი ალბა ტრანსფერზე დააყენოსბარსელონაში ჟორდი ალბას თამაშით უკმაყოფილოები არიან და შესაძლოა წლევანდელ ზაფხულს ალბა ტრანსფერზეც დააყენონ.

ჯერჯერობით ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ალბას ბარსელონადან წასვლის თაობაზე უკვე დიდიხანია საუბრობენ. წლევანდელ სეზონში ჟორდი ვერ აჩვენებს ისეთ სტაბილურ თამაშს, როგორც წინა წლებში, ამიტომ თუ კატალონიური გუნდი სარფიან წინადადებას მიიღებს, სავარაუდოდ ალბას ბარსელონა გაყიდის.

ჟორდი ალბა ბარსელონაში 2012 წლის ზაფხულში გადავიდა და ის კატალონიური გუნდის მაისურით უკვე მე-5 სეზონს ატარებს. ბარსელონასთან ერთად ალბამ სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.