მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე გოგონას მამა გახდა.
სასიხარულო ინფორმაცია ბექამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:
– მესამე გოგოს მამა გავხდი! ანასტასია შემოგვემატა!
ბექა ხოფერია ასირიელ ინა ოსიპოვაზე რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. მათ ალექსანდრე ჰყავთ, ახლა კი ანასტასიას მშობლებიც გახდნენ.
ბექას პირველი ქორწინებიდან, მომღერალ თიკა ჯამბურისთან ნინა ჰყავს.
ბექა და ინა უამრავ მილოცვას და დადებით სურვილებს იღებენ.

