ბექა ონიანი „სარკესთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ სად წავა იმ შემთხვევაში თუ „კომედი ჯგუფში“ აღარ იქნება:
– 2009 წელს ჩავერთე „ქლაბ შოუში“, 201 წლიდან კი „კომედი ჯგუფის“ წევრი ვარ. შენი საქმე თუ გიყვარს, არ არსებობს, ისე მობეზრდეს, თავის დანებებაზე იფიქრო. ვერ გეტყვით, რომ სადმე წავიდოდი და შემოქმედებითად ყველაფერს ნულიდან დავიწყებდი, მაგრამ იმას ვხვდები, რომ ბექა ონიანი „კომედი ჯგუფში“ ალბათ ოდესმე აღარ იქნება.
– და ამის შემდეგ რას გააკეთებთ?
– ალბათ მეტ ყურადღებას დავუთმობ ჩემს პატარა საქმიანობას, რომელსაც ორბეთში ვეწევი.
– რას საქმიანობთ ორბეთში თუ საიდუმლო არ არის?
– ორბეთში აგარაკი მაქვს, სადაც სხვადასხვა ღონისძიებას ვმასპინძლობ. საქმეს. რომელსაც ვაწარმოებ, ბიზნესი არ ჰქვია და საკუთარ თავს ვერც ბიზნესმენს ვუწოდებ, მაგრამ ძალიან მომწონს და ფულის ინტერესიც მაქვს. ჩემი საქმე ორ სეგმენტად არის გაყოფილი. სტუდენტური, რომელიც გართობას, სპორტულ აქტივობასა და ჯანსაღ ცხოვრებას ითვალისწინებს. მეორე სეგმენტი კი ის კომპანიები და ორგანიზაციები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აწყობენ. ჩემი საქმიანობა ჯერჯერობით სეზონურია. ტურისტების დაინტერესება იყო და კიდევ ველოდები.
თუ ოდესმე იუმორისტობას აღარ მოვინდომებ, იმ დღეებს, რასაც „კომედი ჯგუფში“ ვატარებ, ორბეთს დავუთმობ – განაცხადა ბექა ონიანმა.
„სარკე“