ბლეზ მატიუდი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ

ბლეზ მატიუდი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთპსჟ-ს ნახევარმცველი ბლეზ მატიუდი სავარაუდოდ წლევანდელ ზაფხულში პარიზულ გუნდს დატოვებს, რადგან მას ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს.

საქმე იმაშია, რომ მატიუდის ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელშიც მისი ხელფასი შემცირებული იყო და ამან ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა.

მატიუდის რამდენიმე ვარიანტი აქვს, აქედან ყველაზე რეალური მანჩესტერ იუნაიტედია, რომელიც მზად არის მის ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს.

მატიუდის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ, ამიტომ არავინ იცის თუ რომელ გუნდში მოხვდება საბოლოოდ ფრანგი ნახევარმცველი.