თურქული გაზიანტესპორის ჩეხი ფეხბურთელი ფრანტიშეკ რაიტორალი 23 აპრილს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რაიტორალის გარდაცვალება თურქული გუნდის პრეზიდენტმაც დაადასტურა.
რაიტორალი 31 წლის იყო და ის გაზიანტესპორში პირველ სეზონს ატარებდა, მანამდე კი ის 7 წლის მანძილზე ჩეხური ვიქტორია პლზენის ღირსებას იცავდა, სადაც ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ნათამაშები.
რაიტორალს ერთი პერიოდი ჩეხეთის ნაკრებშიც იძახებდნენ და თავის ქვეყანაში ის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო. რაიტორალის თანაგუნდელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

