ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა დანი ალვესმა, რომელიც ამჟამად იუვენტუსის ღირსებას იცავს განაცხადა, რომ მისთვის რთული იყო ყოფილი თანაგუნდელების წინაშე თამაში.
ალვესის თქმით ის ყოველთვის მადლიერი იქნები იმით, რაც მას ბარსელონამ გაუკეთა, ხოლო ნოუ კამპი კი კვლავ მისი საყვარელი სტადიონია.
გარდა ამისა, დანიმ აღნიშნა, რომ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა და იმედი გამოთქვა, რომ იუვენტუსი ამ ტურნირის გამარჯვებული გახდება.
დანი ალვესი ბარსელონაში 8 წლის მანძილზე თამაშობდა და კატალონიურ გუნდთან ერთად მას უამრავი ტურნირი აქვს მოგებული.

