დავით მოძმანაშვილი უახლოეს ხანში ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საერთაშორისო ანტიდოპინგურმა კომისიამ თავისუფალ ჭიდაობაში უზბეკთა მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ტაიმაზოვს ლონდონის 2012 წლის სინჯებში დოპინგი აღმოუჩინა.
ტაიმაზოვს უკვე მეორე ოლიმპიურ ოქროს ართმევენ, რადგან ერთხელ უკვე იყო შერისხული და პეკინის 2008 წლის თამაშებზე მოპოვებული ოქრო ჩამოართვეს.
განმეორებითი ანალიზებით, 2008 წლის სინჯებში ტურინაბოლი აღმოუჩინეს და დისკვალიფიკაცია მისცეს უკრაინელთა ვიცე-ჩემპიონ ვასილ ფედორიშინსაც (60).
ეს მეორე შემთხვევაა, როცა საერთაშორისო დოპინგ-სკანდალით ჩვენც ვისარგებლეთ _ ცოტა ხნის წინ დისკვალიფიკაციის გამო 2008 წელს მოპოვებული ვერცხლი ჩამორთვეს 97 კილოგრამში ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ოს თეიმურაზ თიგიევს და ის გიორგი გოგშელიძეს გადასცეს.

