მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე დავიდ დე ხეა მომავალ სეზონში სავარაუდოდ მადრიდის რეალის გოლკიპერი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დე ხეამ თავისი რეალში გადასვლის სურვილის შესახებ უკვე განუცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას.
მიუხედავად ამისა, მანჩესტერი დე ხეას ადვილად დათმობას არ აპირებს და მის ტრანსფერში 75 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო რეალს კი მხოლოდ 60 მილიონის გადახდა სურს.
ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი გაჭიანურდეს, თუმცა სავარაუდოდ დე ხეა მაინც აღმოჩნდება რეალში.
მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე დე ხეა, სხვა მადრიდული გუნდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა.

