დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ მოწყობილ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსრანტების დარბევაში, რომლის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მომიტინგე, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა ან დასახიჩრდა.

დამოუკიდებლობის მოთხოვნით ანტისაბჭოთა მოძრაობა 1988 წლიდან გააქტიურდა, რაც ყოველდღიური გაფიცვებითა და
მიტინგებით გამოიხატებოდა.კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და
ქართველ ნაციონალისტებს შორის მაშინ გამწვავდა, როდესაც 1989 წლის 18 მარტს “ლიხნის ასამბლეა” ჩატარდა და რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921 – 1931 წლების რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.

საპასუხოდ კი ანტისაბჭოთა ჯგუფებმა ქვეყნის მასშტაბით არასანქცირებული საპროტესტო
აქციების სერია მოაწყვეს და საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 4 აპრილს, როცა
ათეულ ათასობით ქართველი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და შიმშილობა
დაიწყო მხოლოდ ერთი მოთხოვნით: დაესაჯათ აფხაზი სეპარატისტები და აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.