დღეს მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდისკენ იქნება მიმართული, სადაც რეალი საკუთარ მოედანზე ბარსელონას მიიღებს.
ამ ორი გუნდის დაპირისპირებას ელ–კლასიკოს ეძახიან და მათი მატჩები ყოველთვის უდიდეს ყურადღება იწვევს.
ამჯერად ფავორიტად რეალი ითვლება, რადგან მადრიდელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, თან ამჟამად ისინი უკეთეს ფორმაში არიან, თუმცა ბარსელონას გამარჯვება უფრო მეტად სჭირდება, რადგან კატალონიური გუნდის რეალს 3 ქულით ჩამორჩება.
გარდა ამისა, რეალს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ამიტომ ბარსელონასთვის დღეს ფრეც არ იქნება კარგი შედეგი.
რეალი ამ შეხვედრას თითქმის დანაკლისის გარეშე ხვდება, ხოლო ბარსელონას კი ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი არ ეყოლება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მის გუნდს ამ თამაშის მოგება შეუძლია.
შეხვედრა თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება.

