ლონდონის ჩელსის ფორვარდს დიეგო კოსტას შესაძლოა რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ კოსტამ მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის დროს ვინსან კომპანის ფეხი ჩაარტყა მუხლში, თუმცა მატჩის არბიტრს ეს მომენტი გამოეპარა, ამიტომ კოსტა მოედნიდან არ გაუძევებიათ.
მიუხედავად ამისა, ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ ეპიზოდს ყურადღებით შეისწავლის და კოსტას სავარაუდოდ მკაცრად დასჯიან.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას ჩელსიმ 2:1 მოიგო და ინგლისის ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. მეორე ადგილზე მყოფ ტოტენჰემს ჩელსი 7 ქულით უსწრებს.

