ტელეკომპანია “იმედში” დიდი ცვლილებებია. საუბარია რამდენიმე გადაცემის დახურვაზე, ან ფორმატის ცვლილებაზე.
არხის ხელმძღვანელობა ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს დღემდე არ ადასტურებდა, მაგრამ დღეს დილით “იმედის დილის” წამყვანები და “დღის შოუს” წამყვანები მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.
– ეს ჩემთვის ბოლო ეთერია, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა “დღის შოუს” წამყვანი სოფო ნარჩემაშვილი მაყურებელს.
– მინდა ჩემს კოლეგებს ვუსურვო წარმატებები მომავალ პროექტებში, ხოლო ჩემს საყვარელ მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა, რომლისგანაც მხოლოდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობდი, – აღნიშნა სოფო ნარჩემაშვილმა გადაცემის დასასრულს.
ამბები.გე