გარეტ ბეილი 3 კვირას გამოტოვებს

გარეტ ბეილი 3 კვირას გამოტოვებსმადრიდის რეალის უელსელი შემტევი გარეტ ბეილი დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს. ბეილმა ტრავმა ბარსელონასთან შეხვედრის დროს მიიღო, რის გამოც მან მოედანი 35-ე წუთზე დატოვა.

როგორც აღმოჩნდა ბეილს მუხლის დაზიანება აქვს და მას რამდენიმე კვირა დასვენება დასჭირდება. დაახლოებით ერთ თვეში საკლუბო სეზონი მთავრდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბეილი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლებს მონაწილეობის მიღებას, თუ რეალი იქ გავიდა.

ფინალი 3 ივნისს ბეილის მშობლიურ ქალაქში კარდიფში გაიმართება. აღსანინავია, რომ წლევანდელ სეზონში ბეილს ტრავმების გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.