გიორგი კვირიკაშვილი: „ეკონომიკური დანაშაულისთვის ჯარიმა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება“

გიორგი კვირიკაშვილი: „ეკონომიკური დანაშაულისთვის ჯარიმა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება“ ეკონომიკური დანაშაული – დადგენილი ჯარიმის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა:

– მოგეხსენებათ, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ჩვენი 4-პუქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილში. ამ ცვლილებებზე იმუშავა ეკონომიკურმა გუნდმა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა ჯერ კიდევ ბიზნეომბუდსმენობის დროს გიორგი გახარიამ იმუშავა და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესრულებული.

პაკეტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობის 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდა. ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. მაგალითად, ეს არის სასაქონლო ზედნადებთან, არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა. შ,- განაცხადა პრემიერმა.