გონსალო იგუაინმა ნაპოლისთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

გონსალო იგუაინმა ნაპოლისთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთანაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა, რომელიც ამჟამად იუვენტუსის ღირსებას იცავს, ნაპოლისთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას გული დაწყდა ნაპოლის ფანების უხეში რეპლიკების გამო:

–ნაპოლისთვის ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ ეს უკვე აღარავის ახსოვს. გული მწყდება, რომ ამ გუნდის გულშემატკივრებს ჩემთვის მხოლოდ შეურაცმყოფელი ფრაზები და რეპლიკები ემეტებათ. ფეხბურთის კარიერა ხანმოკლეა და ამ მოკლე დროში მაქსიმუმს უნდა მიაღწიო. იუვენტუსში გადასვლას არ ვნანობ–განაცხადა გონსალო იგუაინმა.

ნაპოლის და იუვენტუსის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ნაპოლის გულშემატკივრები კი იგუაინს მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ.