ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბორმუტთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც ბორმუტმა მეორე გოლი გაიტანა, მას კინაღამ გული აერია.
კლოპის თქმით ლივერპულმა კიდევ უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე და მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდება.
კლოპმა თავის ლიდერზე ფილიპე კოუტინიოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის იმიტომ შეცვალა, რომ მან შესვენებაზე თავი ცუდად იგრძნო. ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ბორმუტის დამარცხება ვერ შეძლო, თუმცა დიდიხნის მანძილზე იგებდა და ბორმუტმა ანგარიში 86-ე წუთზე გაათანაბრა.
საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ლივერპულმა მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

