გუშინ მაიამიში გაიმართა პრესტიჟული მუსიკალური პრემიის, Billboard Latin Music Awards-ის გადაცემის ცერემონიალი.
ცერემონიის მთავარი მოვლენა ჯენიფერ ლოპესი გამოდგა, რომელმაც საკმაოდ თამამი ჩაცმულობით დამსწრე საზოგადოებას მსუბუქი შოკი მოჰგვარა.
ჯულიენ მაკდონალდის მიერ შეკერილი შავი კაბა, რომელიც პოპ ვარსკვლავის სხეულს სიმბოლურად ფარავდა, შოუ-ბიზნესის სამყაროს მთავარი განსასჯელი თემა გახდა.
გარდა ამისა, ჯენიფერ ლოპემა წარმოადგინა მისი ახალი სიმღერა ესპანურენოვანი ალბომიდან, რომლის პროდიუსერია მისი ყოფილი მეუღლე მარკ ენტონი.
ჯენიფერ ლოპესის ამჟამინდელი შეყვარებული ბეისბოლისტი ალექს როდრიგესია, რომელიც პოპ-ვარსკვლავმა რესტორანში გაიცნო.