პსჟ-ს ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ თავის გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლამდე იმოქმედებს.
კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ კავანის ანაზღაურება გაეზრდება.
კავანი წლევანდელ სეზონში პსჟ-ს საუკეთესო ფორვარდია და მის ანგარიშზე ყველა ტურნირში 44 გატანილი გოლია. ბევრი გუნდი ცდილობდა ურუგვაელ თავდამსხმელის გადაბირებას, მაგრამ საბოლოოდ პსჟ-მ მისი შენარჩუნება მოახერხა და კავანი მინიმუმ სამ სეზონს ამ გუნდში გაატარებს.
კავანი პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი დიდიხნის მანძილზე იტალიური ნაპოლის ღირსებას იცავდა.

