მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი კინგსლი კომანი მიუნხენში დარჩება, რადგან ბაიერნმა მისი კონტრაქტი იუვენტუსისგან ბოლომდე გამოისყიდა.
კომანი აქამდე იუვენტუსის საკუთრება იყო და ბაიერნში იჯარით თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში კარლო ანჩელოტი კომანს არცთუ ხშირად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა ამის მიზეზი ამ ფეხბურთელის ტრავმებიც იყო.
კომანი ბაიერნში 2020 წლის ჩათვლით ითამაშებს და მისი ტრანსფერი ბაიერნს 21 მილიონი ევრო დაუჯდა.
კომანმა განაცხადა, რომ ბაიერნში ის ბედნიერია და გუნდთან ერთად უფრო მეტი ტიტულის მოგება სურს.

