კრეიგ შექსპირს განმეორებითი შეხვედრის იმედი აქვს

კრეიგ შექსპირს განმეორებითი შეხვედრის იმედი აქვსლესტერმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა სტუმრად ატლეტიკოსთან 0:1 წააგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ ლესტერის მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ შექსპირმა განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია ატლეტიკოს ბარიერის დაძლევა:– ვფიქრობ მადრიდში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანმა ყველა გეგმა აგვირია. მიუხედავად ამისა ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ჩემი მოთხოვნები კარგად შეასრულეს–განაცხადა კრეიგ შექსპირმა.

განმეორებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ინგლისში 18 აპრილს გაიმართება.