ლივერპულმა ევერტონს 3:1 მოუგო

ლივერპულმა ევერტონს 3:1 მოუგოცოტა ხნის წინ ლივერპულის ენფილდის სტადიონზე დასრულდა პრემიერლიგის მატჩი ლივერპულსა და ევერტონს შორის.

ლივერპულის დერბიმ ტრადიციულად საინტერესოდ ჩაიარა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი მე-8 წუთზე სადიო მანემ გაიტანა.

28-ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. ეს მეთიუ პენინგტონმა გააკეთა _ 1:1.

3 წუთის შემდეგ ფელიპე კოუტინიომ სოლო გარღვევა შეასრულა და მოჭრილი დარტყმით ლივერპული წინ გაიყვანა.

მატჩს საბოლოოს წერტილი დივოკ ორიჯიმ დაუსვა. საჯარიმოს ხაზიდან მისი უძლიერესი დარტყმა ევერტონის მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა. ეს მე-60 წუთზე მოხდა.

ამრიგად, ლივერპულმა ევერტონი 3:1 დაამარცხა.