ლოვრენმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლოვრენმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივალივერპულის ხორვატმა ფეხბურთელმა დეან ლოვრენმა ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ლოვრენი თვეში 400 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო წელიწადში კი დაახლოებით 4 მილიონს.

ლოვრენმა განაცხადა, რომ ლივერპულში ის თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია, რომ ამ გუნდის მაისურით თამაშის საშუალება ეძლევა.

ხორვატი მცველი ამჟამად 27 წლის არის და ის უკვე რამდენიმე წელიწადია რაც ლივერპულის ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში ლოვრენი სტაბილურობით არ გამოირჩევა და ლივერპული დაცვის შეცდომების გამო საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს.