ლუის ენრიკე: ”ბარსელონას ნახევარფინალში გასვლის შანსები მაინც აქვს”

ლუის ენრიკე: ”ბარსელონას ნახევარფინალში გასვლის შანსები მაინც აქვს”ბარსელონას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იუვენტუსთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია საკუთარ მოედანზე 4 გოლის გატანა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა:

— ტურინში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და დამსახურებულად წავაგეთ, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო. განმეორებით შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეგვიძლია. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რომ ისინი ნოუ კამპზე სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებენ–განაცხადა ლუის ენრიკემ.

ბარსელონამ ტურინში 0:3 წააგო და კატალონიელებს კიდევ ერთი სასწაული დასჭირდებათ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.