ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იუვენტუსთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინულმა გუნდმა დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა:
“ვფიქრობ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გოლების გატანა იყო, რისი გაკეთებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. იუვენტუსმა ძალიან გამართული და პრაგმატული ფეხბურთი გვიჩვენა და ვფიქრობ რომ მათ ეს წარმატება დაიმსახურეს”.
ბარსელონას და იუვენტუსის შეხვედრა 0:0 დასრულდა და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. იუვეს მეტოქე ხვალ გაირკვევა.

