მაია დარსმელიძე: პლასტმასის ძუძუებივით ყალბ პროდუქტს გვატენიან

მაია დარსმელიძე: პლასტმასის ძუძუებივით ყალბ პროდუქტს გვატენიანმომღერალი მაია დარსმელიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. მისი განცხადებით, რთული მდგომარეობა მარტო მსახიობებში კი არ არის, ყველა სფეროში იგივე ხდება.
მაია დარსმელიძე:
– წავიკითხე გიორგი ყიფშიძის ინტერვიუ და ცოფებს ვყრი.
და ეს ყველაფერი არა მარტო მსახიობებში, არამედ ყველგან, ყველა სფეროში ხდება.. მეც მწერენ და ფულს მთხოვენ.
ერთმა დამირეკა და 1.000 დოლარი მასესხე კი არა, პირდაპირ მომეციო, მუსიკოსი ხარ და არ გაგიჭირდებაო. ხან რას მთხოვენ და ხან რას.
მოჭრილი ხელფასი კი არა, საერთოდ უსამსახუროდ ვარ. და აქ თავმდაბლობა კი არა, ზოგის უნიჭო ამბიციურ დედას და “ხელოვნებას” შე..ცი, ვზივარ სახლში, ჩემი მუსიკალური ბაგაჟით და აზროვნებით და ამ დროს ვიღაც “სტრელკებიანი” გოიმ ფართი წარმოუდგენლად ბანძ კაბაში სარდელივით ჩატენილი, დგას გალა კონცერტის სცენაზე და თვალებგანაბული რაღაც ყ..ობას ყიყინებს… ფონოგრამაზე.
ვიღაც არაადეკვატური სირები პანთეონებს ითხოვენ, ვიღაცამ ძუძუ დადო, ვიღაცამ ვაზელინი გადაისვა, ვიღაცა ვიღაცის ვიღაცაა და ამ დროს რა გინდა, რომ ქნა?
როდესაც ზუსტად იცი, რომ შენს სფეროში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილების შეტანა შეგიძლია, როდესაც იცი, რომ გჩქმალავენ, გმალავენ, გტეხავენ და მსმენელს, მაყურებელს პლასტმასის ძუძუებივით ყალბ პროდუქტს ატენიან მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ის ვიღაცა – ვიღაცის ვიღაცაა და შენ არავისი არავინ.