– პოლიტიკა დებატების გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანებს ჰქვიათ პოლიტიკოსები, მაგრამ მათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა იმართებოდეს პოლიტიკური დებატები. დებატების გარეშე კი პოლიტიკა, უბრალოდ, არ არსებობს, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
მისი აზრით, მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა.
– პრეზიდენტმა რომ თქვას, დღეს კარგი ამინდია, მთავრობა ორ წუთში განცხადებით უპასუხებს, არა, წვიმს და ჭექა-ქუხილია. გიორგი მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა. ეს უკვე პრეზიდენტისთვის სერიოზული პლუსია.
მინისტრთა კაბინეტი, უმრავლესობა იძულებულია საპასუხო აქტები შეიმუშაოს, თავის მართლების პოზიციაში ჩადგეს. მაგალითად, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, პარლამენტი უმალ ხსნის, ისე, რომ არც კი დაფიქრდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, პარლამენტში დებატები წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად. თუმცა, ნახეთ, რა ფორმატს სთავაზობს უმრავლესობა: ბოლო სიტყვა ჩვენ გვეკუთვნის! ეს ხომ სასაცილოა, – აცხადებს პოლიტოლოგი.

