„მარგველაშვილს დღესაც ივანიშვილი მართავს“

„მარგველაშვილს დღესაც ივანიშვილი მართავს“პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში გამოდის. არის მოლოდინი, რომ მარგველაშვილის გამოსვლა დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე ჩაივლის.

ამ აჟიოტაჟსა და დაძაბულობას სპექტაკლს უწოდებს მამუკა გამყრელიძე.

_ ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს წააგავს. ერთს კი გეტყვით, არაფერს საინტერესოს მისგან არ ველოდები, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მართული ფიგურაა

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ამიტომ ეს პიროვნება ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს.

მისი აზრით, დაპირისპირება, დაძაბულობა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ხელოვნური და დადგმულია

_ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აქტიურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ეს აშკარა და ყველასთვის ნათელია. ამის გაგრძელებას ველი პარლამენტშიც, თუმცა, რა თემით გამოვა და რას იტყვის, ჩემში ეს ინტერესს არ იწვევს. ჩემს თვალში ის ივანიშვილის მარიონეტია!