მომღერალმა მარიამ აკობიამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო.
მარიამი ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო – “ნიჭიერი”, “ახალი ხმა”, “იქს ფაქტორი” – მომღერალმა ყველა პროექტში წარმატებას მიაღწია და თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობებით მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.
როგორც მომღერალი ამბობს, ის გაჩერებას არ აპირებს და მომავალში არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.