დორტმუნდის ბორუსიის ესპანელი მცველი მარკ ბარტრა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, რადგან მან აფეთქების შედეგად ხელზე დაზიანება მიიღო.
აფეთქებები სამშაბათს მოხდა, დორტმუნდელების ავტობუსის ახლოს და აფეთქების შედეგად მხოლოდ მარკ ბარტრა დაშავდა.
ბარტრას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ბარტრა საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს. ბუნებრივია ბარტრა გამოტოვებს მონაკოსთან შეხვედრას, რომელიც გუშინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტერაქტის გამო შეხვედრა დღეს გაიმართება.
ბარტრა ბორუსიაში 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და გუნდში პირველ სეზონს ატარებს.

