მასკერანომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

მასკერანომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანაბარსელონას არგენტინელმა მცველმა ხავიერ მასკერანომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ეს ისტორიული მოვლენა ოსასუნასთან შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც მასკერანომ პენალტი ზუსტად შეასრულა.

მასკერანო ბარსელონაში 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 7 წლის მანძილზე მან პირველად შეძლო მეტოქე გუნდის კარში გოლის გატანა. ბარსელონამ ოსასუნა 7:1 დაამარცხა და კატალონიელები ლიდერობას ინარჩუნებენ.

მასკერანომ ბარსელონაში 319–ე შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა.