მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი ტრავმირებულია და სავარაუდოდ ის რეალთან პირველ მატჩს გამოტოვებს.
ჰუმელსმა ტრავმა ბორუსიასთან შეხვედრის დროს მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა.
ჰუმელსის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ შესაძლოა მან რეალთან პირველი შეხვედრა გამოტოვოს, რომელიც ოთხშაბათს მიუნხენში გაიმართება. ექიმები ჯერჯერობით საბოლოო პროგნოზს არ აკეთებენ, ამიტომ არსებობს მცირე შანსი, რომ ჰუმელსი ოთხშაბათს მოედანზე გამოვა.
განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც 18 აპრილს გაიმართება, ჰუმელსი მზად იქნება. ჰუმელსის გარდა, ტრავმა აქვს ტომას მიულერსაც.

