მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს მაისში გააფორმებს

მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს მაისში გააფორმებსბარსელონას მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს ხელს მაისში მოაწერს.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ. მესის ახლანდელი კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად ის კატალონიურ გუნდში კიდევ 5 წელიწადი ითამაშებს.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მესის ხელფასიც გაეზრდება და წელიწადში ის 25 მილიონ ევროს მიიღებს.

თვითონ მესის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ არგენტინელი მაესტრო ბარსელონას არ დატოვებს და კარიერას კატალონიურ გუნდში დაასრულებს.