მიხეილ გიორგაძე: „თეატრების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო, როგორ გაუმკლავდებოდნენ ბიუჯეტის შემცირებას“

მიხეილ გიორგაძე: „თეატრების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო, როგორ გაუმკლავდებოდნენ ბიუჯეტის შემცირებას“კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მსახიობებისთვის ხელფასების შემცირება არ მომხდარა ყველა თეატრში.

– რაც შეეხება მსახიობების ხელფასების შემცირებას, ეს არ მომხდარა ყველა თეატრში. ის, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები წლიური ბიუჯეტის ჯამურად შემცირებას, ეს თვითონ ხელმძღვანელის პრეროგატივა და ინდივიდუალური გადასაწყვეტი იყო.

ზოგმა ეს პრობლემა გადაწყვიტა ადმინისტრაციული ან სხვადასხვა ხარჯების შემცირების მეშვეობით და ხელფასები არ შეუმცირა მსახიობებს. ზოგმა შეუმცირა იმ მსახიობებს, ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ იყვნენ დაკავებული სპექტაკლებში. ზოგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის შეემცირებინა, – განაცხადა მინისტრმა.