საფეხბურთო კლუბი მილანი ოფიციალურად გაიყიდა და აწი მისი მფლობელი ჩინური კონსორციუმი იქნება.
ეს ინფორმაცია მილანის ოფიციალურ გვერდმა დაადასტურა. მილანი ჩინელებს უფრო ადრეც უნდა ეყიდათ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა.
გარიგების თანახმად მილანი 740 მილიონ ევროს მიიღებს, აქედან 220 მილიონი ვალების დაფარვაში წავა, დანარჩენი თანხა კი თვითონ კლუბს მოხმარდება.
მილანის წინა მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი იყო, რომელიც მილანს სათავეში 31 წლის მანძილზე ედგა. მისი ხელმძღანელობის დროს მილანმა 29 ტიტული მოიპოვა.

