მის თბილისი თეკლა გილაშვილი გახდა, მისტერ თბილისი _ რომა რამაზაშვილი

მის თბილისი თეკლა გილაშვილი გახდა, მისტერ თბილისი _ რომა რამაზაშვილისილამაზის კონკურსი “მის და მისტერ თბილისი 2017” სააგენტო ბუმ მოდელსმა ჩაატარა და კონკურსანტებს შორის ჟიურის საუკეთესოს დასახელება შესთავაზა.

ბუმ მოდელსი უკვე 5 წულია, ამ კონკურსს ატარებს და თბილისში მყოფ ლამაზ და სიმპათიურ გოგო-ბიჭებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.

როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, წელს დიდი კონკურსი არ იყო, ამიტომ მათ ფინალური შოუსთვის დატოვეს ის კონკურსანტები, ვინც ამ ტიტულის მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებდა.
მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, კონკურსანტები ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებში, კლასიკურ სტილში და სპორტულ სამოსში წარდგნენ. თითოეული მათგანი შეკრებილ საზოგადოებას და ჟიურის მსახიობმა ნინო მუმლაძემ წარუდგინა.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც მომღერლები, ჟურნალისტები, მოდელები და ტელეწამყვანები შედიოდნენ, გამარჯვებულები გამოავლინა.
მის თბილისი 2017-ის ტიტული თეკლა გილაშვილს ერგო, მას გამარჯვების ნიშნად თავზე გვირგვინი დაადგეს.

მისტერ თბილისი 2017 რომა რამაზაშვილი გახდა.