
ბარსელონას ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა კატალონიური გუნდის შემადგენლობაში მე-100 გოლი გაიტანა.
ნეიმარისთვის ეს სასიხარულო ფაქტი გრანადასთან მატჩში მოხდა, რომელიც ბარსელონამ 4-1 მოიგო. ნეიმარმა მატჩის შემდეგ ყველა თანაგუნდელს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათ გარეშე ის წარმატებას ვერ მიაღწევდა.
ბარსელონას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნეიმარი შეაქო და მას ნამდვილი მხეცი უწოდა. ენრიკემ ნეიმარს კიდევ 900 გოლის გატანა უსურვა და თქვა, რომ მისი სახით ბარსელონას ნამდვილი ბრილიანტი ჰყავს.
ნეიმარი ბარსელონაში 2013 წლის ზაფხულში გადმოვიდა და მას შემდეგ 177 შეხვედრაში უკვე 100 გოლის გატანა შეძლო.

