ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაში მიმდინარე ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა.
ბარსელონას ტურნირი საკმაოდ პრესტიჟულია და მასში ბევრი ძლიერი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას.
ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში დავიდ გოფენი იყო, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებს. პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და გოფენმა 7:5 იმარჯვა, ხოლო მეორეში კი ბასილაშვილმა მეტოქეს ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 6:0 წააგო.
შემდეგი ტურნირი ნიკასთვის სავარაუდოდ რომის მასტერსი იქნება, რომელიც სტარტს 1 მაისს აიღებს.

