ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმა მიიღო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმა მიიღოსაქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მან უარი თქვა მაროკოში მიმდინარე ტურნირში ასპარეზობაზე.

ბასილაშვილმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და გადაწყვიტა, რომ ჩოგბურთისგან მცირე ხნით პაუზა აეღო.  ნიკა უკვე მაროკოში იყო და პირველი მატჩისთვის ემზადებოდა, თუმცა მას გეგმები შეეცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ბასილაშვილის ტრავმა.  შეგახსენებთ, რომ ნიკამ დევისის თასის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო ლიტვას დაუპირისპირდა.

ბასილაშვილმა თავისი ორივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ საქართველოს ნაკრები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა.