რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი ნიუკასლი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიუკასლმა საკუთარ მოედანზე პრესტონ ნორტ ენდი დაამარცხა 4:1
ნიუკასლი შარშან გავარდა პრემიერ ლიგიდან და დასაბრუნებლად მათ მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდათ. ბენიტესმა ამ სასიხარულო ამბის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნიუკასლთან ერთად მას ახალი მიზნები აქვს:
”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნიუკასლი იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც ყოფნა მას ეკუთვნის. ამ ერთი წლის მანძილზე გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და მათ დაიმსახურეს ეს წარმატება. მომავალ წელს უფრო დიდი მიზნები გვაქვს”.

