ნური შაჰინი: ”მონაკოსთან თამაშის დროს ფეხბურთზე ვერ ვფიქრობდი”

ნური შაჰინი: ”მონაკოსთან თამაშის დროს ფეხბურთზე ვერ ვფიქრობდი”დორტმუნდის ბორუსიას თურქმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა აღიარა, რომ მონაკოსთან მატჩის დროს ის ფეხბურთზე არ ფიქრობდა, რადგან მას თავში ისევ ის აფეთქებები უტრიალებდა, რომელი სამშაბათს მოხდა.

შეგახენებთ, რომ სამშაბათს ბორუსიას ავტობუსთან ახლოს აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. საბოლოოდ მატჩი ოთხშაბათს ჩატარდა და ბორუსიამ 2:3 წააგო მონაკოსთან.

შაჰინის თქმით, მან იგრძნო რომ ცხოვრებაში ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რამეები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ განმეორებით შეხვედრაში ბორუსიას ფეხბურთელები მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებენ.