
მადრიდის რეალის პორტუგალიელი მცველი პეპე სავარაუდოდ სეზონის ბოლოს რეალს დატოვებს.
პეპე უკვე აღარ არის რეალის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ასაკი მას ხელს არ უწყობს, ამიტომ იყო საუბრები იმის შესახებ, რომ პეპე კარიერას რომელიმე ჩინურ გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ პორტუგალიელმა მცველმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეპეს შეძენა ევროპულ გრანდებს მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს სურთ. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პეპე უკვე ამ ზაფხულში რომელიმე ამ გრანდის ფეხბურთელი გახდება.

