ფრთხილად, დღეიდან ნარჩენების დაყრისთვის ინსპექტორი დაგაჯარიმებთ!

ფრთხილად, დღეიდან ნარჩენების დაყრისთვის ინსპექტორი დაგაჯარიმებთ!თბილისში დღეიდან, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან.
ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ „თბილსერვის ჯგუფის“ სათავო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს.
_ მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი ინსპექტორების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ისინი „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებს დაესწრებიან.

პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ, _ ნათქვამია მერიის განცხადებაში.