ელ კლასიკოს დასრულების შემდეგ პიკემ საინტერესო განცხადება გააკეთა.
კატალონიელთა ერთ ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალი“ ობიექტურ მსაჯობას არ არის მიჩვეული და ხშირ შემთხვევაში, არბიტრების დახმარებით იმარჯვებს.
სერხიო რამოსის გაძევების შემდეგ, პიკესა და მადრიდელთა კაპიტანს შორის უსიამოვნო საუბარი გაიმართა. მოედნის დატოვებამდე, რამოსმა პიკეს უთხრა, ნაკლები ელაპარაკა.
პრესკონფერენციაზე პიკემ განაცხადა:
– რამოსმა წითელი ბარათი დაიმსახურა. იგი გაშლილი ფეხებით წავიდა და შეიძლება მესისთვის მძიმე ტრავმა მიეყენებინა. მაგრამ მადრიდელები სხვაგვარ მსაჯობას არიან მიჩვეული. მათდა სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრის არბიტრი არ შეცდა.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ „ბარსელონამ“ ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მოგება დავიმსახურეთ. არასდროს არ არის იოლი სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვება. მაგრამ ფაქტია _ დღევანდელ შეხვედრაში, „ბარსელონა“ „რეალზე“ ძლიერი იყო.

