მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ განცხადება იუნაიტედის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.
პოგბამ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მას სავარაუდოდ მინიმუმ ერთი კვირა მოუწევს უქმობა. სიტისთან შეხვედრა იუნაიტედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მისთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.
იგივე შეიძლება ითქვას მანჩესტერ სიტიზეც, ამიტომ ამ ორ გუნდს შორის მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო უნდა იყოს. შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.

