პრეზიდენტი: „გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას“

პრეზიდენტი: „გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას“საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება.

სტუდენტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა საფუძვლიანი მის მიმართ გამოთქმული ბრალდება იმის შესახებ, რომ აღნიშნული კამპანია პრეზიდენტის ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანიაა.

– საკუთარი თავის შესახებ ძალიან ბევრი გავიგე რამდენიმე თვის წინ, გავიგე, რომ ტერორიზს ვუწყობ ხელს, იმით, რომ მოსმენების კანონზე ჩემი აზრი კონსტიტუციურად გამოვთქვი და სახელმწიფოს ვანგრევ. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ თურმე ვაკონტროლებ სტრასბურგს და გავიგე, რომ თურმე საკონსტიტუციო კომისიასაც ვაკონტროლებ, რატომ ჩათვალეს ასე, ეს ჩემთვის ძნელი ასახსნელია, ალბათ ამისთვის მინდა დიალოგი, რატომ საარჩევნო კამპანია? შარშან იმავეს არ ვაკეთებდი?

თუ საარჩევნო კამპანიას ვატარებ, პოლიტიკურად ასეთი გამოუცდელი ვარ, რომ ფალსტარტს ვაკეთებ, ორი წლით ადრე ვიწყებ? არ ვარ ასეთი გამოუცდელი პოლიტიკურად, რომ ვერ დავგეგმო, სრულიად გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.